„კარიერის გაგრძელება ევროპაში მსურს
Aa
Aa

„კარიერის გაგრძელება ევროპაში მსურს" - ლევან შენგელია

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა.  ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლევან შენგელია იყო. მოგეხსენებათ, შენგელიას კარიერა თურქულ „ქონიაში" დასრულდა, საუბარი აღნიშნულ საკითხსაც შეეხო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით, კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.

ლევან შენგელია სამომავლო გეგმებზე

„თბილისში ვარ და ვცდილობ დასვენებისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო.

რაც შეეხება ამჟამინდელ საკლუბო მდგომარეობას, „კონიასთან" ჩემი 2-წლიანი კონტრაქტი ამოიწურა, ახლა უგუნდოდ ვარ იქამდე, სანამ შემდეგი ნაბიჯის პერსპექტივა არ გამოჩნდება. ვცდილობ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, ჩემი განვითარებისთვის უკეთესი, ანუ არ იყოს დაღმასვლა, იყოს აღმასვლა. ამიტომ, შესაბამის ვარიანტს ველოდები, განვითარებაზე მაქვს აქეცენტი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც რომ გამოვადგე.

მინდა, რომ ჩემი არჩევანი ევროპულ გუნდს დაუკავშირდეს, ოღონდ ისეთი დონის ჩემპიონატს, სადაც მე და გულშემატკივარი კმაყოფილი ვიქნებით".

25 წლის მარჯვენა ვინგერმა „ქონიაში" გასული ორი სეზონი გაატარა. მან თურქეთის ელიტარულ ლიგაში 56 მატჩში მიიღო მონაწილეობა (34 სასტარტოში) და 7 გოლი გაიტანა. ასევე, მის მიერ საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი 7-ს შეადგენს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები