Aa
Aa

"მთავარი მომენტების რეალიზება იქნება" - დეშამი გერმანიასთან მატჩის წინ

ევრო 2020-ზე F ჯგუფის ჯერი დადგა. დღეს ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი გერმანიას დაუპირისპირდება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „მამლების“ თავკაცმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა დეშამმა?

"გერმანიას საკმაოდ ბევრი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც განსხვავებულ პოზიციებზე შეუძლიათ თამაში. ამის გამო მათ უდიდესი მრავალფეროვნება აქვთ. გერმანიის წინააღდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

მათ ჰყავთ ვერნერი და სანე, რომლებიც უნივერსალები არიან. ვნახოთ ითამაშებენ თუ არა ისინი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ლეროის და ტიმოს შეჩერებას. ყველაფერი ჩვენს სწორ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ორივე ნაკრებს კიდევ აქვს თამაშები. ჩვენი მოწინააღმდეგის ხარისხი უმაღლესია. საფრანგეთი და გერმანია მსოფლიოს ორი საუკეთესო ნაკრებია. მომენტების რეალიზება გადამწყვეტი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და გერმანიის დაპირისპირება სამშაბათს, 15 ივნისს 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები