გურამ კაშიამ თბილისის ლოკომოტივი დატოვა
Aa
Aa

გურამ კაშიამ თბილისის ლოკომოტივი დატოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში თბილისის „ლოკომოტივმა" „ტორპედოს" უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში ანგარიშით - 3-1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა თბილისური გუნდის რიგებში ბოლო იყო გურამ კაშიასთვის. გამოცდილმა მცველმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დატოვა.

გურამ კაშია ლოკომოტივზე"

აქ თამაშით ვისიამოვნე, ძალიან სასიამოვნო იყო. საქართველოს ჩემპიონატის დონე ყოველ წელს მეტად იწევს. ძალიან კარგი იქნება თუ კარიერის დასასრულს ფეხბურთელები დავბრუნდებით და საქართველოში კიდევ ვითამაშებთ."

გურამ კაშია თბილისის  „ლოკომოტივს" მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ამ დროში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში  „ლოკომოტივის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ბოლო დღეების განმავლობაში გურამ კაშიას სახელი სხვადასხვა უცხოურ გუნდს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები