„ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მაკედონიაზე სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებდა
Aa
Aa

„ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მაკედონიაზე სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებდა" - მერებაშვილი

ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოთ მაკედონიამ (0-1) აჯობა და ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.

დღეს, საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად ერთა ლიგის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი იმყოფებოდა. გიორგი მერებაშვილმა საკუთარი აზრი გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმ შემთვევაში, თუ ჩვენი ნაკარები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა, გულშემატკივარს ჩრდილოთ მაკედონიასთან შედარებით ბევრად სანახაობრივ ფეხბურთს შესთავაზებდა.

„ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაცვლად ჩვენ რომ გვეთამაშა ის სტრესი მოხსნილი გვექნებოდა, რაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების თანმდევია.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ავსტრიის წინააღმდეგ მაკედონიის მიერ ნაჩვენებ ფეხბურთზე სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა, რადგან ჩემი აზრით, უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს".

შეგახსენებთ, რომ გასულ საღამოს C ჯგუფში ავსტრიისა და ჩრდილოთ მაკედონიის შეხვედრა შედგა და ანგარიშთ - 3-1 დასრულდა.

მაკედონიის მხრიდან ერთადერთი გოლი 37 წლის გორან პანდევმა გაიტანა. სწორედ პანდევმა გაუტანა საქართველოს დინამო არენაზე და სწორედ მისი გოლით შეძლო მაკედონიამ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები