„იტალიას ხვიჩას მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი არ ჰყავს
Aa
Aa

„იტალიას ხვიჩას მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი არ ჰყავს" - ყაველაშვილი

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესახებ საკუთარი აზრი საქართველოს პირველი არხის ეთერში გაავრცელა. ყოფილმა ფეხბურთელმა ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ არსებულ რეალობაში პოტენციალი არის, თუმცა სამუშაოც ბევრია.

ყაველაშვილი ქართულ ფეხბურთზე

„შეიძლება ვინმესთვის გასაკვირი იყოს, თუმცა პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. მაგალითისთვის, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებები ავიღოთ - ისინი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ, ჩვენ კი მაქსიმუმ 20-30 პროცენტს ვავლენთ, რადგან ჩვენი ფასი არ ვიცით.

თუნდაც, იტალიის ნაკრები რომ ავიღოთ, ჩვენთან ბევრად მეტი შემოქმედებითი ფეხბურთელი თამაშობს. რომ ვუყურებ, ვხედავ. დარწმუნებული ვარ, იტალიას კვარაცხელიას მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი არ ჰყავს. ერთი ინსინიე არის, მაგრამ... მონაცემებზე გესაუბრებით არა სხვა რამეზე. ისინი თავის მაქსიმუმს იღებენ, ჩვენი კი ჩვენს ფეხბურთელებს ნიჭის სრულყოფილ გამოვლენაში ვერ ვეხმარებით. ჩემი აზრით, ესაა მთავარი საკითხი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ამას უნდა ემსახურებოდეს გულშემატკივარი, ფედერაცია, მწვრთნელები, რომ ჩვენთან დაბადებული ნიჭიერი ბავშვი სრულყოფილად გაიზარდოს, მინიმუმ 20-წლამდე მაინც – ეს შედეგს მოგვცემს. ბოლოს მაკედონიასთან რომ წააგებ იქ ვერაფერს ვეღარ შეცვლი".

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოთ მაკედონიამ (0-1) აჯობა და ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.

ევრო 2020 11 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.  ფინალურ მატჩს უემბლი უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი გასულ წლის, 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, ამიტომ სახელს არ იცვლის და ორგანიზებული კვლავ ევრო 2020-ის სახელითაა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები