Aa
Aa

"ისევ სულელური კითხვა უნდა დამისვა?" - ზიდანი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

ზინედინ ზიდანი სეგუნდა დივიზიონის ფინალს დაესწრო, რომელიც „რაიო ვალეკანოსა“ და „ჟირონას“ (1:2) შორის შედგა. როგორც მოგეხსენებათ, „რაიოს“ რიგებში ლეგენდარული ფრანგის ვაჟი ლუკა ზიდანი თამაშობს.

მატჩის დასრულების შემდეგ ზიდანს GOL-ის ჟურნალისტი სერხიო კირანტე მიუახლოვდა, რომელმაც მას მადრიდის „რეალიდან“ წასვლის, ასევე გამოქვეყნებული ღია წერილის შესახებ ჰკითხა, რომელშიც თქვა, რომ იგი კლუბში მხარდაჭერას ვერ გრძნობდა.

ზიდანმა ჯერ ჟურნალისტის კითხვები დააიგნორა და გაჩერებას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა. „იგივე სულელური კითხვების დასმას აპირებთ? შენი სამუშაო სამარცხვინოა.

მე შენ გიცნობ და შენც მიცნობ. შენთან ყოველთვის იგივე ხდება. მოდი, მოდი, მოდი, კამერების გარეშე ვისაუბროთ“. - უთხრა „ზიზუმ“ ჟურნალისტს.

ზიდანი „რეალიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია, თუმცა ფრანგს უსაქმოდ ყოფნა დიდ ხანს არ მოუწევს. პრესა „ზიზუს“ საფრანგეთის ნაკრებს უკავშირებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით დიდიე დეშამი დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები