კაირის ტრავმა და მილუოკის მეორე - ბაქსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
Aa
Aa

კაირის ტრავმა და მილუოკის მეორე - ბაქსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„მილუოკი ბაქსმა“ „ბრუკლინ ნეთსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდმა მეოთხე შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მრისხანე მეტოქე 107-96 დაამარცხა.

მეორე მეოთხედში „ბრუკლინი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ნეთსის“ ლიდერმა, კაირი ირვინგმა კოჭის ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. გუნდის თავკაცის, სტივ ნეშის მიხედვით, რენტგენს მძიმე დაზიანება არ გამოუვლენია, თუმცა კაირის დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ და მისი ზუსტი დიაგნოზი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ირვინგმა პარკეტზე 17 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 11 ქულას, 5 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. კევინ დურანტს 28 ქულა, 13 მოხსნა და 5 ასისტი ჰქონდა, მათ გარდა კი „ნეთსის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული ვერავინ გადალახა.

„მილუოკის“ 34 ქულით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. კრის მიდლტონს 19 ქულა ჰქონდა. ჯრუ ჰოლიდეი 14 ქულას დასჯერდა, ხოლო ტაკერმა და ფორბსმა 13 და 10 ქულა დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ სერიაში ანგარიში 2-2-ია და მომდევნო შეხვედრა 16 ივნისს, „ბრუკლინის“ საშინაო არენაზე გაიმართება.”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები