ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია - კასტანმა შესაძლოა თვალი დაკარგოს
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია - კასტანმა შესაძლოა თვალი დაკარგოს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველისთვის ტიმოტი კასტანისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

გუშინდელ შეხვედრაში „ლესტერის“ ფეხბურთელმა კუზიავთან შეტაკების შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო.

ბელგიელ მცველს თვალის ძვლის ფუძე ორ ადგილას გაუტყდა და დიდია ალბოთობა იმისა,რომ ფეხბურთელმა თვალი დაკარგოს.

მატჩის მიმიდონარეობის დროს ფეხბურთელი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავდმოყოფოში გადაიყვანეს,სადაც თვალზე სურათები გადაუღეს.

აღნიშნული შეხვედრა კი ბელგიელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. 

რუსეთის კარი რომას მუნიემ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანე, ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა.

B ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ბელგიისა და ფინეთის ანგარიშზე 3-3 ქულაა. მოგეხსენებათ, ფინეთმა დანიას პოჰიანპალოს ერთადერთი გოლით სძლია.

მეორე ტურში დანია ბელგიას შეხვდება (17 ივნისი, მატჩის დაწყების დრო: 20:00 სთ. ), ფინეთი კი - რუსეთს (16 ივნისი, მატჩის დაწყების დრო: 17:00 სთ. )

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები