საქართველოს ჩემპიონატი - ქალი მოჭადრაკეები უძლიერეს გამოავლენენ
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - ქალი მოჭადრაკეები უძლიერეს გამოავლენენ

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ქალ მოჭადრაკეთა 78-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 10 მოჭადრაკე. საუკეთესოები გამოვლინდებიან წრიული სისტემით ჩატარებული 9 ტურის შემდეგ. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები მიიღებენ ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზურებს, რომელიც ივლისში რუმინეთში ჩატარდება.

მინისტრის მოადგილემ ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა და სიმბოლურად პირველი სვლა გააკეთა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ნინო ბაციაშვილის და სოფიო გვეტაძის პარტიაში.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი გახლავთ 25 ათასი ლარი, რომელიც მონაწილეთა შორის საბოლოო შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდეტი გია გიორგაძე, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები