ტოკიო 2020-ის საგზური მოპოვებული 8 500 ათლეტს აქვს
Aa
Aa

ტოკიო 2020-ის საგზური მოპოვებული 8 500 ათლეტს აქვს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის, კრისტიან კლაუეს ინფორმაციით, ტოკიო 2020-ის საგზური მოპოვებული 8 500 ათლეტს აქვს. 17 სახეობაში კვალიფიკაციები უკვე  დასრულებულია. უშუალოდ, შესარჩევ ასპარეზობებში ტოკიო 2020-ის საგზურების საერთო რაოდენობის კიდევ 4% გათამაშდება, ლიცენზიების 20% კი რეიტინგების მიხედვით განაწილდება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 10 000 ათლეტს ელოდებიან. საკვალიფიკაციო ტურნიები 29 ივნისს დასრულდება.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იაპონიაში, მათ შორის ტოკიოში, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გაუქმება არ იგეგმება. ინფორმაცია ცნობილი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯონ კოუტსის განცხადების შემდეგ. კოუტსის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში (23 ივლისი - 8 აგვისტო) გაიმართება.

ცხელი ამბები