„მეგონა, მისი ფეხბურთით დავტკბებოდი
Aa
Aa

„მეგონა, მისი ფეხბურთით დავტკბებოდი" - დევდარიანი ჭანტურიაზე

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა.  ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის მეორე გადაცემის სტუმარი გამოცდილი სპეციალისტი, გიორგი დევდარიანი იყო, რომელმაც არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. საუბარი შეეხო გიორგი ჭანტურიასაც, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ნაადრევად, 28 წლის ასაკში დაასრულა.

გიორგი დევდარიანი გიორგი ჭანტურიაზე

„ვისთანაც მე მიმუშავია და ფიქრობდი, რომ მისი ფეხბურთით დავტკბებოდი, ასეთ ფეხბურთელებში ერთ-ერთი გიორგი ჭანტურიაა. 19-წლამდე ასაკში გიორგი მსგავსი გოლის ალღო არავის ჰქონდა.

ყველა საჭირო თვისებების მქონე ფეხბურთელებთან მიმუშავია, რომლებიც გამუდმებით კარის წინ ყოფილან, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდათ. მყოლია ისეთებიც, რომლებსაც ასე, განსაკუთრებული საფეხბურთო თვისებებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათი დარტყმული ყოველთვის გადიოდა. ჭანტურიას ეს განსაკუთრებული რაღაცებიც ჰქონდა და პლუს, ალღო. შეიძლებოდა ცუდად დაერტყა, მაგრამ გოლი მაინც გასულიყო. თანამედროვე ფეხბურთში ასეთი გამტანი ფეხბურთელები იშვიათია".

გიორგი ჭანტურიას ბოლო კლუბი საბურთალო იყო, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით ერთ თვეში დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა ვიტესსა და ურალში, უშუალოდ, საფეხბურთო კარიერა კი ბარსელონაში, ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო.

ჭანტურიამ ეროვნული ნაკრების მაისურით 15 მატჩი ჩაატარა. მან ამხანაგურ მატჩებში ლიხტენშტეინსა და ალბანეთს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები