გიორგი დევდარიანი ქართველი ფეხბურთელების კატეგორიებზე საუბრობს
Aa
Aa

გიორგი დევდარიანი ქართველი ფეხბურთელების კატეგორიებზე საუბრობს

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა.  ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის მეორე გადაცემის სტუმარი გამოცდილი სპეციალისტი, გიორგი დევდარიანი იყო, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარცველზე, ოთარ კიტეიშვილსა და ქართველი ფეხბურთელების კატეგორიებზე ისაუბრა.

გიორგი დევდარიანი ოთარ კიტეიშვილსა და ქართველი ფეხბურთელების კატეგორიაზე

„მაგალითად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი ასეთი ფეხბურთელია - ყოველთვის ცდილობდა მწვრთნელის დავალება მაქსიმალური სიზუსტით შეესრულებინა და ამის გარდა, საკუთარ ინტერპრეტაციას ავითარებდა.

ყიფიანის სიტყვებს გავიხსენებ: შევარცხვინე ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელის დავალებას არ ასრულებს, შევარცხვინე ის ფეხბურთელიც, რომელიც მხოლოდ მწვრთნელის დავალებას ასრულებს-ო. არის ფეხბურთელების კატეგორია, რომელიც მხოლოდ მწვრთნელის დავალებებს ასრულებს, ამის იქით მისი გონება, შესაძლებლობა აღარ მიდის და არის მეორე კატეგორიაც, მას შენი ეს დავალება საერთოდ არ აინტერესებს , აკეთებს იმას, რაც იცის.

ვფიქრობ, რომ ორივე კომპონენტის გაერთიანებაა საჭირო".

გიორგი დევდარიანი სხვადასხვა დროს საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში, ასევე, „დინამო" თბილისში, გორის „დილაში", თბილისის „ლოკომოტივსა" და ქუთაისის „ტორპედოში" მუშაობდა. დევადრიანმა შეძლო და „დილა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფამდე გაიყვანა, სადაც მისი გუნდი ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები