ერიქსენი გუნდელებს კლინიკიდან ესაუბრა და მათ მატჩის გაგრძელება სთხოვა
Aa
Aa

ერიქსენი გუნდელებს კლინიკიდან ესაუბრა და მათ მატჩის გაგრძელება სთხოვა

მილანის ''ინტერის'' ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელმაც ევრო 2020-ის პირველ ტურში ფინეთთან მატჩში გონება დაკარგა, ე.წ. ''ფეისთაიმით'' კლინიკიდან თანაგუნდელებს ესაუბრა. ერიქსენი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან თანაგუნდელებს სთხოვა, რომ მათ მატჩი დღეს დაესრულებინათ.

აღნიშნულ ინფორმაციას ZDF sportstudio ავრცელებს.

შეგახსენებთ, EURO 2020-ის პირველ ტურში დანია-ფინეთის შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენი მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა. როცა დანიელი ნახევარმცველი მოედნიდან საკაცით გაჰყავდათ, ფოტოგრაფმა ფრიდმან ფოგელმა აღბეჭდა ფოტო, რომლის მიხედვით ერიქსენი ცოცხალია.

ამ ფაქტის გამო მატჩი შეწყდა. UEFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მატჩი მოგვიანებით განახლდა.

ასევე, ''პარკენის'' დიქტორმა ერიქსენის მდგომარეობაზე ისაუბრა. მან სტადიონზე დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ დანიელი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. მილანის ''ინტერის'' ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები