დიდი 10 -
Aa
Aa

დიდი 10 - "აია" საქართველოს ჩემპიონია

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის ფინალში ‘ბათუმი’ 16:13 დაამარცხა და 26-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქუთაისელები ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონები, 1995 წელს კი მესამედ შემართეს ტიტული. ამას ხანგრძლივი პაუზა მოყვა. ‘აიამ’ სამჯერ შეძლო ფინალში გასვლა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში სამივეჯერ დათმო.

წლევანდელი სეზონი ქუთაისელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჯერ რეგულარული გათამაშება მოიგეს, რის საფუძველზეც მშობლიურ ქალაქს 30 წლის შემდეგ ფინალის მასპინძლობის უფლება მოუპოვეს, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და 1995 წლის შემდეგ, თასი პირველად ჩაიბარეს.

„აია არენაზე“ გადამწყვეტი მატჩის საყურებლად და მშობლიური გუნდის საქომაგოდ გულშემატკივარი მრავლად შეიკრიბა და დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნა. გადამწყვეტ წუთებში, მათი შეძახილების ფონზე, ‘აიას’ მორაგბეებმა შეძლეს ძალების მობილიზება, სასურველი შედეგის შენარჩუნება და საფინალო სასტვენის შემდეგ, გამარჯვება ერთად იზეიმეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ბაბუნაშვილმა, ჯილდო ვეტერანი ბორჯღალოსნისგან, დავით კაჭარავასგან ჩაიბარა, თასი კი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გადასცა. ჩემპიონი ‘აია’ ოქროს, ხოლო ‘ბათუმი’ ვერცხლის მედლებით ტყემალაძესთან ერთად გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. ბათუმელებმა ვერცხლის მედლები მეხუთედ მოიპოვეს

პეტრე ჯინჭარაძის ლელო

ბექა ურჯუკაშვილის ლელო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები