ჯოკოვიჩი VS ციციპასი - მატჩის წინ
Aa
Aa

ჯოკოვიჩი VS ციციპასი - მატჩის წინ

„როლან გაროსის“ ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან. სერბმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული რაფაელ ნადალი თავის საყვარელ საფარზე დაამარცხა. ციციპასმა კი ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევი იმსხვერპლა.

ჯოკოვიჩის განვლილი გზა

პირველი წრეში „ნოლე“ ტენის სანდგრენს შეხვდა და სამ სეტში 6:2 6:4 6:2 გაიმარჯვა. მეორე წრეში ჯოკოვიჩი პაბლო კუევასს გაუსწორდა 6:3 6:2 6:4. ურუგვაელის შემდეგ ბერანკისის ჯერი დადგა.

ნოვაკმა მას შანსი არ დაუტოვა და 6:1 6:4 6:1 გაანადგურა. ამის შემდეგ დრამატული მერვედფინალის ჯერი დადგა. სერბი ჩოგბურთელი მუსეტის გადაეყარა და პირველი ორი სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო. ამის შემდეგ ჯოკოვიჩი გამოფხიზლდა და ზედიზედ ორი სეტი მოიგო. გადამწყვეტ ნაწილში კი მუსეტი დანებდა. მეოთხედფინალში ნოვაკის მეტოქე მატეო ბერეტინი იყო, რომელიც 4 სეტში 6:3 6:2 6:7 7:5 დაამარცხა.

ნახევარფინალში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ რეიტინგის პირველი ნომერი გრუნტის მეფეს, რაფაელ ნადალს შეხვდა. 4-სეტიან დრამატული დაპირისპირება ნოვაკმა 3:6 6:4 7:6 6:2 მოიგო.

ციციპასის განვლილი გზა

პირველ წრეში ბერძენი ჩოგბურთელი ჯერემი შარდის სამ სეტში 7:6 6:3 6:1 გაუსწორდა. შემდეგ ესპანელი მარტინესის ჯერი დადგა. სტეფანოსმა აქაც სამ სეტში 6:3 6:4 6:3 გაიმარჯვა. მესამე წრეში ჯონ ისნერის ჯერი დადგა. „დიდმა ჯონმა“ პირველი სეტის მოგება 7:5 მოახერხა, მაგრამ დანარჩენი სამი სეტი ბერძენის დომინაციით მიმდინარეობდა. საბოლოოდ ბერძენმა 5:7 6:3 7:6 6:1 გაიმარჯვა.

სტეფანოსმა მერვედფინალში კარენო ბუსტას ბარიერი მარტივად სამ სეტში 6:3 6:2 7:5 დაძლია. მეოთხედფინალში კი დანილ მედვედევი უმარტივესად 6:3 7:6 7:5 დაამარცხა. ნახევარფინალში კი გულშემატკივრებმა დრამატული 5-ეტიანი დაპირისპირება იხილეს. ციციპასი სეტებში 2:0-ს იგებდა, თუმცა ზვერევმა გათანაბრება შეძლო. გადამწყვეტ ნაწილში კი ბერძენი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და 6:3 იმარჯვა.

ჯოკოვიჩი VS ციციპასი

ეს მოთამაშეები ერთმანეთს ისტორიაში 8-ჯერ შეხვდნენ. ნოვაკი 5 გამარჯვებით იწონებს თავს, ხოლო სამჯერ ციციპასმა მიაღწია წარმატებას. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა ბოლო სამი დაპირისპირება სტეფანოსს მოუგო. ახლა კი ისინი ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები