გიორგი ჩხაიძე:
Aa
Aa

გიორგი ჩხაიძე: "სამივე გოლი დამუშავებული კომბინაციით გავიტანეთ"

2019 წლის 17 ივნისის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ჩხაიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. შეხვედრა „ბასას“ სახელობის სტადიონზე გაიმართა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა 3-5-2 სისტემით ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში კი გაბუნია, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, სუთიძე, თოდაძე, ხაბურზანია, მატვეევა, პასიკაშვილი, ბაქრაძე, ბებია, ჭიჭინაძე მოგვევლინენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ჩხაიძემ Crystalsport-თან ისაუბრა.

რა თქვა ჩხაიძემ?

„ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი მქონდა. ძალიან მინდოდა პირველივე შეხვედრაში გამემარჯვა და ასეც მოხდა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს. დავალებები პირნათლად შეასრულეს.

რაც შეეხება მატჩს, იყო შეცდომებით და კარგი მომენტებიც. ბევრი ორთაბრძოლა იყო და საბედნიეროდ ძირითად შემთხვევაში გამარჯვებულები ჩვენ ვრჩებოდით. კარში ზუსტად სამჯერ დავარტყით და სამჯერვე გოლი გავიტანეთ. მინდა გითხრათ, რომ სამივე გოლი ჩვენს მიერ დამუშავებული კომბინაციების შედეგად გავიდა.

მეორე ტაიმში ცოტა დაღლა დაგვეტყო, თუმცა ჩვენს გუნდს მოგება ისე სწუროდა, რომ ამ შანსს ხელიდან გავუშვებდით. ვფიქრობ, გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდებოდა, რადგან ეს მომავალი მატჩებისთვის, რწმენის დაბრუნებისთვის და ფსიქოლოგიის ამაღლებისთვის შესანიშნავი იქნებოდა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები მომავალ მატჩს კვლავ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს. ცნობისთვის, მატჩი ამჯერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები