გამარჯვება 2 სეტში - ბოლქვაძე ფინალშია
Aa
Aa

გამარჯვება 2 სეტში - ბოლქვაძე ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ მონტემორ-უ-ნოვუში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში მარიამი იაპონელ მაი ჰონტამას დაუპირისპირდა და მეტოქე 2 სეტში დაამარცხა.

ბოლქვაძემ ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით მოიგო და 6:4, 6:4 იმარჯვა. აღნიშნულ ტურნირზე მარიამმა უკვე 4 შეხვედრა გამართა და ჯერ იაპონელი აკიკო ომაე დაამარცხა (6:4, 6:1) და შემდეგ ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინშს მოუგო. (6:3, 6:1).

მეოთხედფინალში ბოლქვაძე ჯესიკა პონშეს დაუპირისპირდა და მასაც ორ სეტში სძლია (6:3, 6:1). ფინალურ შეხვედრაში იგი ფრანცისკა ჟორჟესა და ბეატრის ჰადად მაიას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მარიამ ბოლქვაძე WTA-ის რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები