უთანასწორო ორთაბრძოლა - ლამარ ოდომმა მომღერალი დაანოკაუტა
Aa
Aa

უთანასწორო ორთაბრძოლა - ლამარ ოდომმა მომღერალი დაანოკაუტა

ატლანტიკ სითიში მდებარე Showboat Hotel-ში უთანასწორო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელშიც NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, ლამარ ოდომი მომღერალ აარონ კარტერს დაუპირისპირდა.

„მოკრივეებს“ შორის გაბარიტებში და წონაში დიდი განსხვავება იყო და „ლეიკერსის“ ექს-მოთამაშეს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ოდომისთვის წვდომში უპირატესობისა და საკუთარი ძალის გამოყენება პრობლემა არ ყოფილა და მან მეორე რაუნდში მოპოვებული ნოკაუტით იმარჯვა.

კარტერის სტრატეგია რინგზე სწრაფად გადაადგილება და მეტოქისთვის დარტყმების მიყენება გახლდათ, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ არაფერი გამოუვიდა. პირველ რაუნდში მან მიზანს რამდენჯერმე მიაღწია, თუმცა ოდომს მის დარტყმებზე რეაქცია ფაქტობრივად არ ჰქონია.

სხვათა შორის, რინგზე მყოფი მსაჯის ფუნქციები UFC-ის ლეგენდამ, ჩაკ ლიდელმა შეითავსა. ამ უკანასკნელს ბრძოლაში ჩართვა რამდენჯერმე მოუწია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი დავალება ხუთიანზე შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები