ლაუტარო ბარსელონაში? გარიგებაში შესაძლოა ემერსონი ჩართონ
Aa
Aa

ლაუტარო ბარსელონაში? გარიგებაში შესაძლოა ემერსონი ჩართონ

ესპანური Sport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესმა „ინტერთან“ მოლაპარაკებები შეწყვიტა, რის შემდეგაც „ბარსელონა“ გააქტიურდა და არგენტინელის გაფორმებას კვლავ ცდილობს.

წყაროს ცნობით, „ინტერი“ ემერსონის შეძენით ინტერესდება და შესაძლოა „ბარსამ“ ის გარიგებაში ჩართოს. ბრაზილიელი მარჯვენა მცველის აგენტი იტალიელთა წარმომადგენლებს უკვე შეხვდა, რაც გავრცელებულ ინფორამციას უფრო სანდოს ხდის.

კატალონიელები ლაუტაროს ფასის შემცირებას სწორედ ემერსონის გარიგებაში ჩართვით ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა „კამპ ნოუზე“ თამაშის სურვილი დაადასტურა და ის რონალდ კუმანსაც სჭირდება, „ბლაუგრანასთვის“ პრიორიტეტული ამ მომენტისთვის ექსტრაკლასის ფორვარდის შეძენაა.

ამ მომენტისთვის უცნაურია ის ფაქტია, რომ „ბარსამ“ უკვე გაიფორმა აგუერო და კლუბი მოლაპარაკებებს მემფის დეპაისთან აწარმოებს. ამ ყველაფერს პლუს ლაუტარო მარტინესი კითხვის ნიშნებს აჩენს - დეპაის ტრანსფერი შესაძლოა გამოირიცხოს? ამას მალე გავიგებთ...

სიტუაცია მთლიანად აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერზეა დამოკიდებული, რომლის შეძენის სურვილს პსჟ და „ჩელსი“ გამოთქვამენ. თუ მაროკოელი „სან სიროს“ დატოვებს, ასეთ შემთხვევაში „ინტერის“ მთავარი სამიზნე ემერსონი იქნება, რაც „ბარსას“ ლაუტაროს ტრანსფერზე მოლაპარაკებების პროცესს გაუმარტივებს.

გასულ სეზონში ლაუტარომ სერია A-ში 38 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები