ოთხიდან ოთხი - ძალოსნებმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გაიფორმეს
Aa
Aa

ოთხიდან ოთხი - ძალოსნებმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გაიფორმეს

2-წლიანი სალიცენზიო მარათონი დასრულდა და გიორგი ასანიძის გუნდის ოთხი წევრიდან სალიცენზიო ქულების მოპოვება ოთხივემ შეძლო. ეს ის ძალოსნები არიან, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე იასპარეზებენ:

შოთა მიშველიძე (61 კგ)
გოგა ჩხეიძე (67 კგ)
ანტონ პლესნოი (96 კგ)
ლაშა ტალახაძე (+109 კგ)

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენებს ლიცენზიების მოპოვება მიულოცა და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იაპონიაში, მათ შორის ტოკიოში, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გაუქმება არ იგეგმება. ინფორმაცია ცნობილი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯონ კოუტსის  განცხადების შემდეგ. კოუტსის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში (23 ივლისი - 8 აგვისტო) გაიმართება.

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები