ზედიზედ მესამე გამარჯვება - ფინიქსს კონფერენციის ფინალამდე ერთი მოგება აკლია
Aa
Aa

ზედიზედ მესამე გამარჯვება - ფინიქსს კონფერენციის ფინალამდე ერთი მოგება აკლია

„ფინიქს სანსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. არიზონელებმა „დენვერ ნაგეთსს“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგეს და სასურველი შედეგის მისაღწევად ერთი გამარჯვებაღა სჭირდებათ.

„ფინიქსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველ და მესამე მეოთხედებში მოიპოვა, რომლებიც 10-10 ქულით მოიგო და საბოლოოდ, 116-102 იმარჯვა.

„დენვერის“ მთავარ პრობლემად კვლავინდებურად სტაბილურობა და სუსტი შეტევა რჩება. ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გააკეთა და 32 ქულა, 20 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა, 29-დან 13 ბურთი ჩააგდო. მაიკლ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 15 ქულა იყო - 13-დან 5, ხოლო აარონ გორდონმა 10-დან 2 ტყორცნა გამოიყენა - 4 ქულა, 4 მოხსნა.

„ფინიქსს“ 28 ქულით, 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დევინ ბუკერმა ულიდერა. კრის პოლი 27 ქულას, 6 მოხსნასა და 8 პასს დასჯერდა. ჯეი კრაუდერმა 14 ქულა ჩააგდო, ხოლო დეანდრე ეიტონმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა, 15 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ „ფინიქსი“ სერიაში 3-0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს. „დენვერი“ სერიის გაგრძელებას 14 ივნისს შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები