ნადალი დამარცხებულია - ჯოკოვიჩის ისტორიული გამარჯვება
Aa
Aa

ნადალი დამარცხებულია - ჯოკოვიჩის ისტორიული გამარჯვება

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ფინალში გავიდა.

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში „ნოლემ“ რაფაელ ნადალი ანგარიშით 3:6 6:3 7:6 6:2 დაამარცხა და ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც თავის შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევს  6:3 6:3 4:6 4:6 6:3 აჯობა.

შეხვედრა 4 საათზე მეტს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერბმა ჩოგბურთელმა 6 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. თიხის მეფემ კი შეხვედრა 6 ეისით და 8 ორმაგი შეცდომით დაასრულა.

როლან გაროსის ფინალი კვირას 13 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები