მილუოკის პირველი გამარჯვება - ბაქსმა 86 ქულა ჩააგდო, მაგრამ მაინც მოიგო
Aa
Aa

მილუოკის პირველი გამარჯვება - ბაქსმა 86 ქულა ჩააგდო, მაგრამ მაინც მოიგო

„მილუოკი ბაქსმა“ „ბრუკლინ ნეთსთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდმა საკუთარ კედლებში გამართულ პირველ შეხვედრაში მხოლოდ 86 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„მილუოკიმ“ პირველი მეოთხედი 19 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე თორმეტწუთეული ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებში გაირკვა. თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე, ჯრუ ჰოლიდეიმ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი 1 ქულით დააწინაურა. „ბრუკლინს“ ჯერ წინ გასვლა, ხოლო შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მიმდინარე პლეიოფში „მილუოკისთან“ პირველად დამარცხდა.

„ბაქსს“ ანტეტოკოუნმპოსა და მიდლტონის დუეტმა ულიდერა, რომელმაც 86 ქულიდან 68 ჩააგდო. მიდლტონს 35 ქულა, 15 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო იანისს - 33 ქულა, 14 მოხსნა და 2 ასისტი. „მილუოკის“ რიგებში მათ გარდა 10-ქულიანი ნიშნული ვერავინ გადალახა, ხოლო ჯრუ ჰოლიდეი 9 ქულას დასჯერდა.

„ბრუკლინს“ 30 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. კაირი ირვინგმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბრაუნის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო, ბლეიკ გრიფინმა კი 5 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინი“ სერიაში 2-1-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს. მატჩი 11 ივნისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები