Aa Aa
10 ივნისი 2021  |  22:22

თელავი დამარცხებულია - ბათუმი Crystalbet ეროვნული ლიგის ლიდერია!

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდმა 3:0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილის სათავეში ჩადგა.

პირველ ტაიმში სტუმრები მასპინძელთა შეტევებს უძლებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. ჯაბა ჯიღაურმა თელაველთა კარი 50-ე წუთზე აიღო.

მეტოქის უხეში შეცდომით 76-ე წუთზე ნიქაბაძემ ისარგებლა და თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის შემტევმა გოლი არ აღნიშნა. მატჩში წერტილი კი 86-ე წუთზე ზარიამ დასვა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

გიორგი მიქაძის კომენტარი

გია გეგუჩაძის კომენტარი

ამ მომენტისთვის აჭარულ გუნდს 34 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს თბილისის „დინამოს“ 2 ქულით გაასწრო. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში გეგუჩაძის გაწვრთნილი შეგირდები წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 14 ივნისს, თბილისის დროით 17:30-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში