Aa Aa
10 ივნისი 2021  |  17:21

2024 წლის ივნისამდე - ვეინალდუმი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია

ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. პარიზულმა კლუბმა 30 წლის ნახევარმცველთან მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ ვეინალდუმმა კლუბს საკუთარი მომავალი 2024 წლის ივნისამდე დაუკავშირა.

„პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის მქონე გუნდში გადმოვედი და მინდა, რომ ამ ამბიციურ პროექტს ჩემი სურვილებითა და ჩართულობით შევუერთდე. ბოლო წლებში პარი სენ-ჟერმენმა დაამტკიცა, რამდენად კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგებთან ერთად, უფრო მაღალ მწვერვალებს დავიპყრობთ“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ნახევარცველი ლივერპულს 2016 წელს, „ნიუკასლიდან" შეუერთდა და ამ დროში მერისაიდული კლუბის მაისურით 237 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და მოიგო 4 მნიშვნელოვანი ტიტული: ინგლისის პრემიერლიგა (2019/20), ჩემპიონთა ლიგა (2018/19), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2019) და სუპერთასი (2019).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში