Aa Aa
10 ივნისი 2021  |  15:02

რონალდუ და დიბალა, იტალია ევრო 2020-ზე - დელ პიეროს მოსაზრებები

ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას მომავლის შესახებ ისაუბრა. „პინტურიჩიომ“ ასევე აღნიშნა, რომ კლუბს მისთვის დირექტორის პოსტზე დანიშვნა არასდროს შეუთავაზებია.

„დირექტორის პოსტზე შემოთავაზება არასდროს მიმიღია. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ახლა ვაკეთებ. არ მინდა ასეთი როლი მხოლოდ წარსული დამსახურებების გამო მივიღო. ეს ყველაფერი სამუდამოდ დარჩება და მას ევრავინ შეცვლის. იგივე ითქმის კლუბისადმი ჩემს გრძნობებზე".

პირლოს დათხოვნა

პირლო? არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველაფერი პირლოს ბრალი იყო. ასე არ ყოფილა. გასულ სეზონში იუვენტუსის ყველა წევრი იბრძოდა“.

რონალდუს და დიბალას მომავალი

„მე ვფიქრობ, რომ რონალდუ უკვე კარიერის იმ ფაზაში შევიდა, როცა მას აღარ შეუძლია ის გააკეთოს, რასაც 10 და თუნდაც 5 წლის წინ აკეთებდა. ის თავის ამჟამინდელ პოტენციალს უნდა მოერგოს, რომელიც ასევე ძალიან მაღალია.

მან ალეგრისთან და კლუბთან უნდა ისაუბროს და გადაწყვიტონ სურთ, თუ არა მუშაობის ერთად გაგრძელება.

მე დიბალას ვაგრძნობინებდი, რომ მის მიმართ ნდობა მაქვს. რა თქმა უნდა, თუ ეს ნდობა არსებობს. მე არ ვიცი რა ხდება გუნდის შიგნით“.

იტალია და ევრო 2020

„პირველ რიგში ფავორიტი მხოლოდ ერთი გუნდია და ეს საფრანგეთია. მათ შემდეგ ბელგიასა და ინგლისს გამოვარჩევდი. რაც შეეხება იტალიას, ჩვენ დამოკიდებული ვართ მეტოქეებზე, რომლებიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეგვხვდებიან. ეს გადამწყვეტი რამ გახლავთ, როცა მსგავს ტურნირებთან გვაქვს საქმე.

მიუხედავად ყველაფრისა მჯერა, რომ ჩვენ ნაკრებს ლონდონში ფინალურ ოთხეულში მოხვედრა შეუძლია“. - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს Corriere della Sera.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში