გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ნაკრებში პატივს მცემენ, მოედანზე მეტი თავისუფლება მაქვს"

ანტუან გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ინტერვიუ ჩაწერა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

გრიზმანი სანაკრებო თემასთან ერთად თავის „ბარსელონურ“ კარიერასაც შეეხო და ხაზი მის სათამაშო პოზიციას გაუსვა, რადგან თამაში ხშირად მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე უწევდა.

„ნაკრებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. დიახ, მართალია რომ ფრლანგზე ერთი-ერთზე მეტოქის წინააღმდეგ სისწრაფითა და დრიბლინგით ფონს გასვლა მიჭირს.

მოედნის ცენტრში თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ, აქ ყველაფერი ჩემი გავლით ხდება. ბურთი შეტევაში ყოველთვის ჩემი გავლით მიდის. როდესაც ფლანგზე მაყენებენ, ასეთ შემთხვევაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, რადგან საამისოდ საკმარისი სისწრაფე არ მაქვს.

საფრანაგეთის ნაკრებში პატივს მცემენ, მოედანზე მეტი თავისუფლება მაქვს, ისევე როგორც ატლეტიკოში. ბარსელონაში თავიდან გამიჭირდა, ჩემს მიმართ კრიტიკა ხშირად გაზვიადებული იყო.

მესი? ლეოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთის კარგად გვესმის. მის გვერდით თამაში სულ უფრო უკეთესი ხდება.

ბენზემა? ბედნიერი ვიყავი, როდესაც მისი დაბრუნების შესახებ გავიგე. ქარიმი შესანიშნავი ფორვარდია. გულახდილად გითხრათ, არ შეგვიძლია, რომ მისი აქ ყოფნით ბედნიერები არ ვიყოთ.

ბარსელონაში გასული სეზონი ადვილი არ ყოფილა, ბევრი ტრავმირებული გვყავდა და ამიტომ, ფეხბურთელებს თავიანთ პოზიციებზე თამაში არ უწევდათ. ახალი სეზონიდან ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან და ყველაფერი კარგად იქნება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ და საუკეთესო ფორმაში ვარ. დაღლილობას ნაკლებად ვგრძნობ“. - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს L'Equipe-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები