Aa
Aa

"ვის არ ენდომება ბარსაში თამაში" - ლაუტარომ ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა

„ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს ლაუტარო მარტინესს „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. როგორც ირკვევა, კლუბმა 23 წლის შემტევს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ლაუტაროს პასუხი უარყოფითი იყო. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა გაავრცელა.

რა თქვა ალეხანდრო კამანომ?

„ჩვენ კლუბს ვუთხარით, რომ ამ მომენტში რა სიტუაციაშიც ვართ დამაკმაყოფილებელია და ბედნიერები ვართ. ყველა ფეხბურთელს თავისი გასაყიდი ფასი აქვს. გავიგე, რომ კლუბმა შესაძლოა ჩემს კლიენტს ღირებულება დააკლოს. ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის დროს და რა სიტუაციაში იქნება „ინტერი."

მათ ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი განვაცხადეთ. ამჟამინდელი სიტუაციით კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. ვის არ სურს „ბარსელონაში“ თამაში? ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია.

ჩვენ ახლა მშვიდად ვართ და პირველ რიგში „ინტერთან“ გავარკვევთ ყველაფერს. ჯერჯერობით „ბარსელონადან“ ჩემთვის არავის დაურეკავს. აქედან გამომდინარე მათზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

ლაუტარო ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად არის. მე არ ვიცი რა მოხდა გასულ წელს. მითხრეს, რომ მარტინესის ყოფილი აგენტი ბარსას ესაუბრა, თუმცა სიტუაცია საკმაოდ არეული იყო.“

ლაუტარო „ინტერში“

ცნობისთვის, არგენტინელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა, თუმცა „ინტერში“ შექმნილი ფინანსური კრიზის გამო კლუბი მზად არის საკუთარ ფეხბურთელს 90 მილიონ ევროდ შეელიოს.

შეგახსენებთ, რომ მარტინესი იტალიურ გუნდს 2018 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა შემტევმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები