ჟოზე:
Aa
Aa

ჟოზე: "კარიერაში 25-ნახევარი ტიტული მოვიგე"

„ტოტენჰემი“ 2021 წლის „კარაბაოს“ თასის ფინალში გავიდა და „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 წააგო. ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს.

The Sun-თან ინტერვიუში პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ მან კარიერაში 25-ნახევარი ტიტული მოიგო. ჟოზე ნახევარს იმიტომ ახსენებს, რომ „ტოტენჰემი“ მისი ხელმძღვანელობით გავიდა „კარაბაოს“ თასის ფინალში, თუმცა რაიან მეისონის მეთაურობით „დეზებმა“, როგორც უკვე მოგახსენეთ ხსენებული დაპირისპირება წააგეს.

რა თქვა მოურინიომ?

„თუ თქვენ მკითხავთ რამდენი ტიტული მოვიგე კარიერაში, მე გეტყვით, რომ 25-ნახევარი. ნახევარი იმიტომ, რომ „ტოტენჰემი“ ფინალში გავიყვანე და ის ფინალი მე არ მითამაშია.

თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ფინალში ხშირად არიან. ყველა გიპასუხებთ, რომ ნებისმიერ ფინალში თამაში ნამდვილი ოცნებაა. არ აქვს მნიშვნელობა პირველი იქნება, მე-20 თუ 50-ე.

ფინალი „უემბლიზე“, ოცნებაზე მეტია. განახლებულ „უემბლიზე“ მითამაშია და ძალიან მინდოდა „ტოტენჰემთან“ ერთად იქ ასპარეზობა. გეტყვით, რომ ეს გაორმაგებულ ოცნებას გავდა.

მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ ყოფილ თანამშრომლებს ყოველთვის საუკეთესოს უსურვებენ, თუმცა თუ იუმორით მივუდგებით ყველაფერს, გეტყვით, რომ კარიერაში 25-ნახევარი ტიტული მოვიპოვე. ვფიქრობ, „დეზებთან“ ერთად „კარაბაოს“ თასის ფინალში თამაში დავიმსახურე.“

მოურინიო „ტოტენჰემში“

ჟოზე მოურინიომ ლონდონურ კლუბში მაურისიო პოჩეტინო შეცვალა. „ტოტენჰემში“ იმედი ჰქონდათ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბს რაიმე ტიტულს მოაგებინებდა, თუმცა ეს იმედი მხოლოდ 17 თვე გრძელდებოდა.

გასული სეზონის დასაწყისში „ტოტენჰემი“ პრემიერ ლიგას ცოტა ხნით ლიდერობდა და ევროპის ლიგაზეც კარგად თამაშობდა, თუმცა სეზონის მეორე ნაწილში ყველაფერი შეიცვალა. „დეზებმა“ ოთხეულში ადგილი დაკარგეს და ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ. საბოლოოდ ჟოზე გაათავისუფლეს და ის ახლა „რომას“ დამრიგებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები