ჰაკიმი ჩელსიში? - ინტერი 60 მილიონს და 2 ფეხბურთელს ითხოვს
Aa
Aa

ჰაკიმი ჩელსიში? - ინტერი 60 მილიონს და 2 ფეხბურთელს ითხოვს

აქრაფ ჰაკიმის გარშემო ინფორმაციები არ წყდება. მაროკოელ ფეხბურთელს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ბოლო დროინდელი ინფორმაციით, ყველაზე დიდ ინტერესს პსჟ იჩენდა. „ნერაძურიმ“ საკუთარი უკანახაზელი 80 მილიონ ევროდ შეაფასა.

დღეს კი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ „ინტერი“ „ჩელსის“ შეთავაზებას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, რადგან იტალიური გუნდის ბოსებს „არისტოკრატების“ 2 ფეხბურთელი ემერსონ პალმიერი და ანდრეას კრისტენსენი სურთ.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ „ინტერმა“ ჰაკიმის ღირებულება დააკლოს და ლონდონიდან ხსენებული ფეხბურთელები წამოიყვანოს. წყაროს ცნობით, „ნერაძური“ 60 მილიონს, კრისტენსენს და პალმიერის ითხოვს. ჯერი ახლა „ჩელსიზეა.“

ჰაკიმი გასულ სეზონში

მაროკოელ მცველს კარგი სეზონი ჰქონდა. ჰაკიმმა და „ინტერმა“ იტალიის სერია მოიგეს. აქრაფმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები