Aa
Aa

"ხალხი გარედან უყურებს სიტუაციას" - ვაინალდუმი წასვლის მიზეზებზე

ჟორჟინიო ვაინალდუმმა „ლივერპული“ დატოვა და კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა „ბარსელონას“ ბოლო მომენტში უარი უთხრა და კონტრაქტი პარიზელებთან გააფორმა.

„ჯინიმ“ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში „ლივერპულიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა:

„ცრემლებთან ბრძოლა მომიწია, რადგან თვითონაც არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. დღემდე ბევრი ემოცია მაქვს, რადგან ვხვდები, რომ ლივერპულისთვის ბოლო თამაში უკვე ვითამაშე. ის ფაქტი, რომ ჩემამდე ბევრი ფეხბურთელი წავიდა, რომლებსაც მსგავსი დამშვიდობება არ მიუღიათ, ეს ყველაფერი ჩემთვის კიდევ უფრო გამორჩეულია“.

-რადგან კლუბთან ამდენი ემოცია გაქვთ, მაშინ რატომ მიდიხართ?

„პრობლემა ის არის, რომ ხალხი გარედან უყურებს სიტუაციას და არ ესმის ეს. ბევრი გულშემატკივარი მეკითხება, რატომ ვერ ავიღე და უბრალოდ დავეთანხმე კონტრაქტს, რომელიც ლივერპულმა შემომთავაზა. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის. სიტუაცია ბევრად უფრო მასშტაბური და მოცულობითია.

კულისებში ხდება ისეთი რამ, რასაც ვერ ვაკონტროლებ, რადგან მე ვარ მოთამაშე. ამას ევროს შემდეგ ავხსნი, რადგან ახლა მხოლოდ ეროვნულ გუნდს აქვს მნიშვნელობა.

მინდა ვთქვა, რომ საწვრთნელ ბაზაზე ცენტრის თანამშრომლებს, ასევე კლუბის თანამშრომლებს და თანაგუნდელებს სურდათ, რომ ლივერპულში დავრჩენილიყავი. მე მათ მეტი ვუთხარი. ამის შემდეგ მათ კარგად გაიაზრეს ჩემი გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“. - ციტირებს ვაინალდუმის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ ვაინალდუმმა პარიზელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, წლიურად მისი ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები