ლაშა გურული :
Aa
Aa

ლაშა გურული : "დავრჩით შანსის გარეშე, ოლიმპიადა ჩემ გარეშე ჩაივლის"

პარიზში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ესკერხან მადიევმა და გიორგი ხარაბაძემ ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს.

მადიევმა უკრაინელი მეტქო დაამარცხა,ხოლო ხარაბაძემ შვედს აჯობა.

ამირაგად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სამი მოკრივე იასპრეზებს. შეგახსენებთ, რომ სახილ ალახვერდოვმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უფლება რამდენიმე თვის წინ გაინაღდა.

ისტორიული გამარჯვევებიბის შემდეგ კრივის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა გურულმა სოციალურ ქსელში განაცხადება გააკეთა.

მსურს გამოვეხმაურო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას. სამწუხაროდ ტურნირზეც, სადაც ვგეგმავდით ლიცენზიის მოპოვებას, პანდემიის გამო დროში ვერ ჩაეტია და გაუქმდა !! ჩვენ დავრჩით შანსის გარეშე და შესაბამისად ოლიმპიურ თამაშები ჩაივლის ჩემს გარეშე ! “რაც არ გვკლავს გვაძლიერებს” - მიუხედავად ამისა, ბრძოლა გრძელდება და ვიწყებ მზადებას მთავარი მოვლენისთვის - მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე, 26ოქტ-7ნოე არის ჩანისნული და რომელშიც მივიღებ მონაწილეობას. აქვე მინდა მივულოცო ჩვენი ქართული კრივის სამყაროს, რადგანაც ჩვენ უკვე 3 ოლიმპიური ლიცენზია გვაქვს. ეს დიდი შრომის და ერთობის შედეგია !“ - განაცხადა გურულმა 

მოკრივეების გარდა დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი).

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძალოსნობის, ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები