„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“, - დვალიშვილი იანის აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა
Aa
Aa

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“, - დვალიშვილი იანის აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის პოსტს გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი დასასვენებლად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტიც გამოაქვეყნა:

„დღეს, მეზობელ ქვეყანას, როგორც ტურისტები ისე ვესტუმრეთ. საერთო ჯამში, კოლორიტული ადგილია. უზარმაზარი მთები და ბევრი სიმწვანე. მოკლედ მშვენიერი ბუნებაა“.

დვალიშვილმა იანს მისსავე პოსტზე დატოვებული კომენტარით უპასუხა. „კეთილი იყოს თქვენი საქართველოში მობრძანება“, - დაწერა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა საჩემპიონო ქამარი ალჯამეინ სტერლინგთან მარცხის გამო დათმო და ბრძოლის შემდეგ, რუსი მებრძოლი და მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იანმა დვალიშვილსა და სტერლინგს ჯამბაზები უწოდა, რის შემდეგაც მერაბმა ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „პიტერ იანის კიდევ უღირსი საქციელი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ უღირსი სპორტსმენია და ცუდი მაგალითი მომავალი თაობისთვის“.

ცნობისთვის, რუს მებრძოლს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 მოგება და 2 წაგებაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები