კიელინი: ტევესი ფენომენია
Aa
Aa

კიელინი: ტევესი ფენომენია

„იუვენტუსის“ მიერ გამართულ უკანასკნელ თამაშებში, კლუბის არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი შესანიშნავად ასპარეზობს და გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს. მასთან დაკავშირებით კი ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთა და თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

 

“ჩვენი ენერგია ამოწურვისკენ მიდიოდა და ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური მატჩებიდან გამომდიანრე ეს ბუნებრივი მომენტია. მეტოქისგან სწორედ ასეთ აქტიურ მატჩს ველოდით. გასპერინის გუნდმა გვაიძულა პირველი წამიდან ბოლომდე, გვერბინა თავდაუზოგავად მთელს მოედანზე. მატჩის მიწურულს კი ისინი აშკარად გვჯაბნიდნენ ფიზიკურ მომზადებაში, თუმცა ტევესის ფენომენალურმა ეპიზოდმა სასურველი შედეგი მოგვიტანა. საერთოდაც, კარლიტო პირველივე დღიდან ამტკიცებს თუ რაოდენ დიდი კლასის მატარებელია. მას ინდივიდუალურად ძალუძს მატჩის ბედის გადაწყვეტა. უშუალოდ თამაშის დღეს იგი გარდაიქმნება და უდიდეს სარგებელს გვძენს როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. „პალერმოსთანაც“ და დღესაც, თქვენ იხილეთ „იუვენტუსი“, რომელიც მართალია არ ბრყინავდა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც აღწევდა. რაც შეეხება ბორიელოსთან შეჯახებას, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, თუმცა მინდორზე არ ვერიდებით ორთაბრძოლებს. მიხარია, რომ იგი კვლავინდებურად რეგულარულად ასპარეზობს”- განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები