საბერძნეთში ბაჩანა არაბულის გოლი სეზონის საუკეთესოდ დასახელდა
Aa
Aa

საბერძნეთში ბაჩანა არაბულის გოლი სეზონის საუკეთესოდ დასახელდა

საბერძნეთის სუპერლიგა რეგულარული სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებდა. გულშემატკივარმა არჩევანი 10 გოლს შორის გააკეთა და საუკეთესოდ „ლამიას" 27 წლის ქართველი ფორვადის, ბაჩანა არაბულის გოლი დასახელდა. აღნიშნული, ძალიან ლამაზი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა სალონიკის „არისს", მე-14 ტურში გაუტანა.

საბერძნეთის სუპერლიგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არაბულმა მთელი ხმების 52.87% მიიღო და მნიშვნელოვანი სხვაობით აჯობა „პაოკის" ფეხბურთელს, ხრისტოს ცოლისისს (21.09%).

საუკეთესო გოლი

შედეგები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები