ამჯერად ზიეჩი - მილანი მაროკოელზე გადაერთო
Aa
Aa

ამჯერად ზიეჩი - მილანი მაროკოელზე გადაერთო

მას შემდეგ, რაც „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, აქტიურად ცდილობს შეტევის გაძლიერებას. „როსონერი“ ჯერ ოლივიე ჟირუს შეძენას ცდილობდა, თუმცა ფრანგმა თავდამსხმელმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი გადმობირება შეუძლებელი გახდა.

სპორტულ მედიაში არკადიუშ მილიკზეც დაიწერა. დღეს კი Sky Sports Italia და La Gazzetta dello Sport ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ვიგებთ, რომ იტალიური გრანდი „არისტოკრატების“ შემტევით ჰაკიმ ზიეჩით ინტერესდებიან.

წყარო წერს, რომ სტეფანო პიოლი მაროკოელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და ძალიან სურს მისი „მილანში“ ხილვა.

თავისმხრივ, ზიეჩი „ჩელსიში“ საკუთარი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა და ეს შესაძლოა კლუბის შეცვლის მიზეზი გახდეს. ხსენებული გამოცემების მიხედვით, ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობა მზად არის ზიეჩის თაობაზე ნებისმიერ შეთავაზებას მოუსმინოს.

შეგახსენებთ, რომ ჰაკიმ ზიეჩი „ნისლიან ალბიონზე“ 2020 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჰაკიმმა „ჩელსის“ მაისური 39-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები