მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "ლუკა ერნანდესმა ბაიერნში გადასვლა მირჩია"

კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით ყოველდღე ახალ სიახლეს ვეცნობით. ძირითადად ფრანგ სუპერვარსკვლავს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ჯერჯერობით პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს.

ავტორიტეტული გამოცემა BILD კილიანის ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც ის მიუნხენის „ბაიერნზე“ საუბრობს.

რა თქვა მბაპემ?

„ლუკას ერნანდესმა "ბაიერნში" გადასვლა მირჩია. ფეხბურთში არასდროს იცი წინასწარ რა მოხდება, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით ძალიან ბედნიერი ვარ.

მიუნხენური გუნდი მსოფლიოს საუკეთესო 5 კლუბში შედის. მათთვის მხოლოდ მილოცვა შეგვიძლია. ისინი ყოველ წელს საოცარ პროგრესს განიცდიან. „ბაიერნმა“ კარგად იცის რასაც აკეთებს.

გუნდი ბოატენგმა და ალბამ დატოვეს, თუმცა იქ უპამეკანო მივიდა. ის შესანიშნავი მცველია. „რეკორდმაისტერს“ ყოველთვის მკაფიო გეგმავს, რაც მას დიდ კლუბად აქცევს.“

ნასერ ალ ხელაიფი მბაპეს მომავალზე

„გულწრფელი ვიქნები. კილიან მბაპე თამაშს აქ გააგრძელებს. ჩვენ მას არასდროს გავყიდით და კილიანი არასდროს დატოვებს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით. ეს შეუძლებელია.!“

მბაპე პსჟ-ში

ფრანგი სუპერვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლეს „მონაკოდან“ ჯერ იჯარის წესით გადავიდა, რათა ფინანსური ფეარ პლეი არ დარღვეულიყო, ხოლო 1 წლის შემდეგ პსჟ-მ მასში 180 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამ პერიოდის განმავლობაში მბაპემ პარიზული გრანდის მაისური 171-ჯერ მოირგო, 132 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები