Aa
Aa

"ვნახოთ მომავალში რა იქნება" - ჰადსონ-ოდოი განის ნაკრებში?

EURO 2020-ზე „ჩელსის“ შემტევს კალუმ ჰადსონ-ოდოის ვერ ვიხილავთ. საუთგეიტმა ახალგაზრდა ფეხბურთელი განაცხადში არ შეიყვანა, რაც, როგორც აღმოჩნდა ოდოისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა განის ნაკრებში ითამაშოს. ამის უფლებას კი ფიფა-ს წესები აძლევს.

„ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლება, თუ 21 წელს გადაშორებული არ არის, არ უთამაშია საკუთარი ქვეყნის ნაკრებში 3-ზე მეტი მატჩი და ეს მატჩები არ იყო მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე.“ - ასეთია ფიფა-ს წესი

კალუმმა კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით ჰადსონ-ოდოიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ოდოიმ?

„არჩევანის წინაშე ვიყავი. განა ან ინგლისი უნდა ამერჩია. საბედნიეროდ გარშემო ჭკვიანი ხალხი მყავს, რომლებმაც ინგლისის ნაკრებში თამაში მირჩიეს, თუმცა განა ჩემი სახლია და მუდამ იქნება ჩემს გულში. მომავალში რა იქნება არ ვიცი. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები