ჩხაიძის დებიუტი - საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს
Aa
Aa

ჩხაიძის დებიუტი - საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 11 და 14 ივნისს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. აღნიშნულ მატჩებში ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად უხელმძღვანელებს გიორგი ჩხაიძე. სადებიუტო შეხვედრისთვის მთავარმა მწვრთნელმა, საწვრთნელ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე გაკეთდა. ამხანაგური მატჩებისთვის ჩვენი გუნდი დავით პეტრიაშვილი არენაზე მოემზადება.

​საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა 

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ამალი ხანდაზიანი (კვარტალი, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი)

​თავდამსხმელები: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს 18:00 საათზე სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს. 14 ივნისს კი, ნაკრებები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი, A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები