გიორგი შკინინი:
Aa
Aa

გიორგი შკინინი: "მადლობა,დღეს მე ბედნიერი ვარ!"

ლისაბონმა 7 კაცა რაგბის Rugby Europe-ის ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლა.

ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკვა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გიორგი შკინინი დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ტურნირის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში შკინინმა გულშემატკივრებს მიმართა.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჯაბა მალაღურაძეს იმისათვის, რომ ჩემი უარის მიუხედავად, არ მომეშვა და კიდევ ერთხელ მომცა ნაკრების მაისურის მორგებისა და ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლის საშუალება. მადლობა და ჩემი პატივისცემა იმ ბიჭებს, რომლებთან ერთადაც გავატარე ეს დაუვიწყარი დღეები. მადლობა იმ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელმაც დამირეკა, მომწერა, მოიწონა ჩემი თამაში. მადლობა მათ, ვისაც უხაროდა ყოველი ჩვენი დადებული ლელო, გაგეკეთებული ბოჭვა, კარგი თამაში. სწყინდა ჩვენი წარუმატებლობა , მაგრამ რჩებოდნენ ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებად. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც პირველია ამ ყველაფერში და რომელიც ძალას მაძლევს, რომ ეს ყველაფერი სიხარულით შევძლო! მადლობა,დღეს მე ბედნიერი ვარ!“- განაცხადა გიორგიმ 

ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, მიმდინარე წლის 26-27 ივნისს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები