პსჟ-ს პრეზიდენტი -
Aa
Aa

პსჟ-ს პრეზიდენტი - "მბაპეს არასდროს გავყიდით"

კილიან მბაპეს გარშემო არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მედია მას ძირითადად მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებს. ამასთან დაკავშირებით, „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელმა ნასერ ალ ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა, რომელიც ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გააჟღერა.

რა თქვა ნასერმა?

„გულწრფელი ვიქნები. კილიან მბაპე თამაშს აქ გააგრძელებს. ჩვენ მას არასდროს გავყიდით და კილიანი არასდროს დატოვებს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით. ეს შეუძლებელია.!“

მბაპე პსჟ-ში

ფრანგი სუპერვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლეს „მონაკოდან“ ჯერ იჯარის წესით გადავიდა, რათა ფინანსური ფეარ პლეი არ დარღვეულიყო, ხოლო 1 წლის შემდეგ პსჟ-მ მასში 180 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამ პერიოდის განმავლობაში მბაპემ პარიზული გრანდის მაისური 171-ჯერ მოირგო, 132 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები