Aa
Aa

"საქართველო მეორე ტაიმში გატყდა" - რას წერს ნიდერლანდური პრესა

დასრულდა ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის. მასპინძლებმა დამაჯერებლად 3:0 გაიმარჯვეს.

დე ბურის გუნდის ამ გამარჯვებას ნიდერლანდური პრესა, კონკრეტულად კი voetbalzone.nl ეხმაურება.

„ევროპის ჩემპიონატამდე ნიდერლანდებმა საქართველო 3:0 დაამარცხეს. გრანვერბერხმა და ვეგჰორსტმა სადებიუტო გოლები გაიტანეს. ანგარიში კი გამოცდილმა მემფის დეპაიმ გახსნა.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, დე ბურმა შემადგენლობაში ორი ცვლილება გააკეთა. დელი ბლინდმა ტრავმირებული დე ლიხტი ჩაანაცვლა, ხოლო შტეკელენბურგმა 2016 წლის შემდეგ ეეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა.

მარტინმა საბა ლობჟანიძეს მეორე წუთზე შესანიშნავი ბურთი აუღო და საკუთარი ქვეყანა გადაარჩინა.  პირველი ტაიმის მიწურულს საქართველო გაძლიერდა და საჯარიმოში რამდენიმე მომენტი შექმნა. ნიდერლანდებს ძალიან გაუმართლა, რადგან ვალერიან გვილიამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

ლორია შესანიშნავ ბურთებს იღებდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. მეორე ტაიმში საქართველო გატყდა. მათი თამაში აირია და ნიდერლანდებმა ამით ისარგებლა. საბოლოოდ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.“

შეგახსენებთ, რომ ფრენკ დე ბურის გუნდისთვის ეს ბოლო ამხანაგური მატჩი იყო. რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატი იწყება. ნიდერლანდების ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 13 ივნისს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები