პოჩეტინო რჩება - ვაინალდუმი პსჟ-ში მის გამო გადადის!
Aa
Aa

პოჩეტინო რჩება - ვაინალდუმი პსჟ-ში მის გამო გადადის!

სეზონი დასრულდა და ტრანსფერებზე სხვადასხვა სიახლეები არ წყდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში იწერებოდა, რომ პოჩეტინო პსჟ-ში დაბრუნდებოდა, ვაინალდუმი კი ბარსაში გადავიდოდა.

საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა პსჟ-ში გადასვლა არჩია, ხოლო პოჩეტინო პარიზულ გრანდში დარჩა.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პოჩეტინო არსად წასვლას არ გეგმავს და მეტიც, ვაინალდუმის გადაბირებაში პირადად მონაწილეობდა.

რომანოს ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტს ჟორჟინიოს ხილვა ჯერ კიდევ 2016 წელს „ტოტენჰემის“ რიგებში სურდა, თუმცა მაშინ ვაინალდუმმა „ლივერპულში“ გადაბარგება არჩია. ახლა კი ყველაფერი პოჩეტინოს სასიკეთოდ სრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები