რაგბი ევროპა: საქართველოს 7-კაცა ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ დამარცხდა
Aa
Aa

რაგბი ევროპა: საქართველოს 7-კაცა ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ დამარცხდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოსა და რუსეთის 7-კაცა ნაკრებების შეხვედრა შედგა და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის მარცხით, ანგარიშით - 5-12 დასრულდა.

მე-5 ადგილის პლეიოფის შეხვედრა საქართველოსა და პოლონეთს შორის შედგება და თბილისის დროით 18:20 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს 7-კაცა პორტუგალიას დაუპირისპირდა და დამარცხდა (12:19). დამარცხდა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩშიც, გერმანიის წინააღმდეგ, ამჯერად ბევრად სოლიდური სხვაობით (0-29). გუშინვე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველი ეტაპის დასკვნით მატჩში,  ჩვენმა გუნდმა ლიეტუვას წინააღმდეგ გაიმარჯვა (19-14).

ფოტო: რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები