სიმეონემ ატლეტიკოსთან გაახანგრძლივა და ლაუტაროს ტრანსფერს ითხოვს
Aa
Aa

სიმეონემ ატლეტიკოსთან გაახანგრძლივა და ლაუტაროს ტრანსფერს ითხოვს

დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, რის შემდეგაც „ჩოლომ“ შემადგენლობის გაძლიერება მოითხოვა.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელებს არგენტინელი როდრიგო დე პაულის დამატების სურვილი აქვთ, ამჟამად კი საუბარი ლაუტარო მარტინესზეა.

23 წლის არგენტინელის ტრანსფერი რთული იქნება, რადგან მილანელები 70 მილიონ ევროს ითხოვენ. ამ ინფორმაციას ესპანური AS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ატლეტიკო“ საჭირო თანხების მოძიებას მოთამაშეთა გაყიდვით აპირებს. როგორც ცნობილია, მიუნხენის „ბაიერნს“ საულ ნიგესის შეძენა სურს. შესაძლოა გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს, ჯერჯერობით სახელები დაზუსტებით არ ვრცელდება.

ლაუტარო ინტერში ბედნიერია

არგენტინელმა ცოტა ხნის წინ თავის მომავალთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ბარსელონაში გადასვლის რეალური შესაძლებლობა იყო, საბედნიეროდ ინტერში დარჩენა გადავწყვიტე. ინტერში ბედნიერი ვარ. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს და შეთანხმებას სულ მალე შედგება“.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის არგენტინელი იტალიურ გრანდში 2018 წლიდან ასპარეზობს. მარტინესმა დღემდე „ნერაძურის“ მაისური 129-ჯერ მოირგო და ყველა ტურნირზე ერთად 48 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები