ბენზემა:
Aa
Aa

ბენზემა: "მბაპე წარმოუდგენელია, ჩვენი პრიორიტეტი ჩემპიონობაა"

ქარიმ ბენზემამ Marca-სთან ინტერვიუში მბაპეს, ევროპის ჩემპიონატის, ანჩელოტისა და ზიდანის შესახებ ისაუბრა:

„კილიანი წარმოუდგენელი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კარგი ბიჭია. რა თქმა უნდა, რეალში მისი ხილვა მისასალმებელია. რომელ გუნდს არ მოუნდება მბაპეს ყიდვა?

მას პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს, ვნახოთ რა მოხდება. ამჟამად ჩვენი პრიორიტეტი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა.

ანჩელოტი? მისი გუნდში დაბრუნება კარგი ახალი ამბავია. ის გუნდს კარგად იცნობს. ის შესანიშნავი მწვრთნელია. მომწონს როგორ მართავს გუნდს, როგორია მისი საფეხბურთო ხედვა. მას სურს მოიგოს ყველა ტიტული.

ზიდანი? რა თქმა უნდა, ზიდანის წასვლა ისევე როგორც ყველასათვის, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. იგი ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო. მას დიდი ხანია ვიცნობ და მან დახმარება მოედანზე და მის მიღმაც გამიწია.

მისი წასვლა ყველასათვის რთული გადაწყვეტილება იყო. ახლა ახალი მწვრთნელი გვყავს და შევეცდებით კვლავ წარმატებულები ვიყოთ“.

ბენზემამ რამდენიმე დღის წინ კილიანის ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა და მისი „რეალში“ ხილვის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა:

„მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი სწრაფი, ეფექტური და ჭკვიანი მოთამაშე გახლავთ და მას ფეხბურთი შესანიშნავად ესმის. იდეალური იქნება, თუ მბაპე კარიერას რეალში გააგრძელებს და მინდა, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს“.

როგორც ცნობილია, ფლორენტინო პერესი მბაპეს შესაძენად ემზადება და მადრიდელები პარიზელთა კარზე „ზარს მალე დარეკავენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები