რაუნდის წაუგებლად - დოლიძემ UFC-ში მესამე ბრძოლა მოიგო!
Aa
Aa

რაუნდის წაუგებლად - დოლიძემ UFC-ში მესამე ბრძოლა მოიგო!

რომან დოლიძემ UFC-ში კარიერაში მესამე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება გაიფორმა. ქართველის მეტოქე არგენტინელი ლაურეანო სტაროპოლი იყო, რომელსაც სამი რაუნდის (არცერთი მათგანი არ წაუგია) შემდეგ არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 30:27, 30:27, 30:27 მოუგო.

დოლიძემ ბრძოლა თავიდან ფრთხილად დაიწყო და თავის ეფექტურ სტილზე აქცენტი არ გაუკეთებია. მეორე რაუნდში დარტყმები ორივე მხრიდან ვიხილეთ. საბოლოო ჯამში არგენტინელი მეტოქე უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა და ეს მთლიანად ქართველის დამსახურება იყო.

ბრძოლა იგივე სცენარით გაგრძელდა მესამე რაუნდშიც - დოლიძემ სადავეები ხელიდან არც ამჯერად გაუშვა და 28 წლის არგენტინელს შემოტრიალების შანსი არ მისცა. საბოლოოდ, მსაჯებმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს და გამარჯვებულად ქართველი სცნეს.

ცოტა რამ სტაროპოლის შესახებ

სტაროპოლის კარიერაში 12 ბრძოლა აქვს (დღევანდელ დღემდე) გამართული და მის ანგარიშზე 9 მოგება და 3 წაგებაა. არგენტინელმა ბოლო 2 ჩხუბი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო და UFC-ში 2019 წლის 11 მაისის შემდეგ არ უმარჯვია.

რაც შეეხება დოლიძეს - 21 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ტრევინ ჯაილსთან წააგო, მანამდე კი ხადის იბრაგიმოვსა და ჯონ ალანს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები