ჟირონა შემდეგ ეტაპზეა - ალმერია და მაკარიძე ლა ლიგაში ვერ ითამაშებენ
Aa
Aa

ჟირონა შემდეგ ეტაპზეა - ალმერია და მაკარიძე ლა ლიგაში ვერ ითამაშებენ

ესპანეთში ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველი ნახევარფინალური განმეორებითი დაპირისპირება დასრულდა. „ალმერიამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა. გულშემატკივრებმა უგოლო ფრე იხილეს.

პირველი დაპირისპირება „ჟირონამ“ საკუთარ კედლებში 3:0 მოიგო. აქედან გამომდინარე ფინალში სწორედ ფრანცისკო როდრიგესის გუნდი იასპარეზებს.

გიორგი მაკარიძე სამწუხაროდ ესპანეთის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ქართველი კარის დარაჯი თამაშში მხოლოდ ორჯერ ჩაერთო. მისმა გუნდმა მეტოქეს ზუსტად მხოლოდ 3-ჯერ დაურტყა და ეს 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო.

იმასაც გეტყვით, რომ შეხვედრის 50-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან თავი პორტუგალიელმა სამუელ კოშტამ გამოიჩინა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ არბიტრმა გოლი გააუქმა.

საერთო ჯამში, გიორგი მაკარიძე და „ალმერია“ მომავალ სეზონს დაელოდებიან, რათა ლა ლიგაში აღზევებისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები