Sky Italia: ერნანესის
Aa
Aa

Sky Italia: ერნანესის "ჰებეი ფორტუნაში" გადასვლა გადაწყვეტილია!

ტურინის "იუვენტსუსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ერნანესი, კარიერას ჩინურ "ჰებეი ფორტუნაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ ღამით რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ დაადასტურა. 

"ბებერი სინიორას" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ "იუვე" ტრანსფერის სანაცვლოდ ჯამში 10 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 8 მილიონი ახლავე ჩაერიცხება, ხოლო დანარჩენი თანხა ეტაპობრივად, ბონუსების სახით დაიფარება. 

31 წლის ერნანესი ახალ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ორჯერ მეტია მის ტურინულ ანაზღაურებაზე. 

Sky Italia-ს ცნობით, ფეხბურთელი უახლოეს დღეებში მარბელაში (ესპანეთი), სადაც "ჰებეი ფორტუნა" შეკრებას გადის, ჩავა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები