სულშერის მინიშნება:
Aa
Aa

სულშერის მინიშნება: "სატრანსფერო ფანჯრისას რაღაც მოხდება"

ოლე გუნარ სულშერმა TV2-თან საუბრისას გუნდის სამომავლო გეგმები გაამხილა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა პრესას ფორვარდის შეძენისკენ მიანიშნა.

„ჩვენ მეორე საუკეთესო გუნდი ვართ ლიგაში, თუმცა ლიდერს საკმაოდ ჩამოვრჩით, რომ მათთვის პრობლემები შეგვექმნა. უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ.

რა თქმა უნდა, სატრანსფერო ფანჯრისას რაღაც მოხდება. მსოფლიო ბოლო 15-16 თვეში ძალიან შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ნაბიჯები წინ უნდა გადავდგათ.

შეუძლებელია ასე უბრალოდ იჯდე. შენ ყოველთვის უნდა ეძებდე გაძლიერების გზებს. ფეხბურთი დინამიურია, ასე რომ შესაძლოა მოულოდნელი რამ მოხდეს, მაგალითად ტრავმები, დაავადება, ან სულაც ვინმეს წასვლა მოუნდეს. თქვენ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ და ასახოთ.

კავანის ჩვენთან გადმოსვლის დროს ფეხბურთი შვიდი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ნათამაშები, ფორმაში შესვლას დრო სჭირდება, შემდეგ იყო მცირე ტრავმა. მისი რეალური შესაძლებლობების ხილვა სეზონის ბოლოს შევძელით.

როდესაც ის ადაპტაციას სრულად გაივლის და ამ გამოცდილებას დააგროვებს, გაცილებით უკეთ ითამაშებს, ვიდრე ბოლოს ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია.

ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვეძებთ ახალ ფორვარდს, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს, ან მისგან ბევრს ისწავლის“.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ ჰარი კეინის შეძენას ცდილობს, თუმცა კლუბს უფრო მეტად ჯეიდონ სანჩოს დამატება სურს და ორივე მათგანისთვის ფინანსები არ ჰყოფნით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კეინის შეძენით „სიტიც“ ინტერესდება, რომელიც ეკონომიკურად გაცილებით ძლიერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები